შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს — თავი ლი ჯაე-სუნგმა გამოიჩინა და მაინცი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, მე-60 წუთზე, ჯაე-სუნგმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 87-ე წუთზე, ლეროი სანემ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირა.
14 მატჩის შემდეგ, ბაიერნს 33 ქულით აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ვინსენ კომპანის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე ლაიპციგს უმასპინძლებს.









