ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ RMC Sport-სთან ინტერვიუში, მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.
"არ მგონია, რომ ინტერი პსჟ-ზე უფრო ძლიერია, მაგრამ ვფიქრობ "ნერაძური" ორგანიზებულობის თვალსაზრისით უფრო სრულყოფილია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ისინი არიან.
ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, წინ შესანიშნავი ფინალი გველოდება.
ლუის ენრიკეს დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, თუმცა მისი გუნდი ახალგაზრდაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ფინალისთვის მზად არ არიან. პარიზელები ყველაფერს გასცემენ გამარჯვებისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ.
უსმან დემბელე? ფრანგი საოცარ ფორმაშია. მას ნამდვილად შეუძლია ფინალის ბედის გადაწყვეტა."
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარი სენ-ჟერმენსა და ინტერს შორის 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.









