ლოთარ მათეუსმა ბაიერნ მიუნხენისა და პარის სენ-ჟერმენის მოახლოებული განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული გერმანელი შუახაზელის მტკიცებით, ფინალში გავა "რეკორდმაისტერი", რადგან პსჟ ვერ შეძლებს იმ ტემპის შენარჩუნებას, რომელიც პირველ შეხვედრაში ჰქონდა.
"მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნი გავა. ამ გუნდის უპირატესობა მე პირველ მატჩშიც დავინახე. მინდა ვთქვა, რომ მიუნხენელები ფიზიკური თვალსაზრისით იყვნენ უკეთ მომზადებულები და ჩემი აზრით, საპასუხო შეხვედრაში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს იქნება.
პარის სენ-ჟერმენი ვერ შეძლებს იგივე ტემპის შენარჩუნებას, რაც პირველ მატჩში ჰქონდა. მათ ეტყობოდათ დაღლილობა, წინ კი ალიანც არენაზე 90 წუთია, ან შესაძლოა 120-იც. მინდა გამოვარჩიო დიასი-ოლისეს წყვილი, რომელიც ჩემი აზრით, რობენი-რიბერის დუეტის დონეზე უკვე არის", - განაცხადა "რეკორდმაისტერის" ექს-კაპიტანმა.









