ასტონ ვილამ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა გუშინ ღამით დაასრულა. ბირმინგემულმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც პარი სენ-ჟერმენმა მოახერხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ასტონ ვილას ესპანელმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გუნდი დაასახელა.
"ტურნირის მთავარი ფავორიტი? რა თქმა უნდა პსჟ. იმის მიუხედავად, რომ მათ ორი მატჩის ჯამში არაფერი დავუთმეთ, ისინი მაინც ფავორიტები არიან და ვფიქრობ, ყველაზე ძლიერებიც არიან. პარიზელებს ჰყავთ ტოპ ფეხბურთელები, რასაც ემატება ძალიან მაღალი დონის მთავარი მწვრთნელიც. ვფიქრობ, სწორედ ისინი არიან მთავარი ფავორიტები."
პსჟ-ს მომდევნო მეტოქე მადრიდში დღეს გაირკვევა, სადაც ერთმანეთს რეალი და არსენალი დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









