24 წლის ქართველი შემტევი სუონსის წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა და 1 ასისტის გაფორმება მოახერხა. sofascore-მა გიორგი ჩაკვეტაძის თამაში 8 ქულით შეაფასა.
36 ტურის შემდეგ, უოტფორდს 45 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ჩაკვეტაძის გუნდი ქოვენთრის დაუპირისპირდება.











