პირველ საჭიდაო დღეს, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა — ოქროს მედალს გიორგი გივიშვილი დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და დომინიკელ არიას იპონით აჯობა, შემდეგ კი ასევე იპონით მოუგო ხორვატ სეგას და 1/4 ფინალში გავიდა.
1/4 ფინალში, გიორგი გივიშვილის მეტოქე არგენტინელი ალვარენგა სოტო იყო, რომელიც იპონით დაამარცხა, ხოლო 1/2 ფინალში ფრანგ დე არაუხოს მოუგო სუფთა გდებით და 66 კგ წონითი კატეგორიის ფინალის საგზურის მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გიორგი გივიშვილის მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბდულახ პარჩიევი იყო — ორთაბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, გიორგი მეტოქეს მესამე შიდო მიაღებინა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.










