ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა რაიან ბაბელმაLa Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
"სიმართლე გითხრათ, მას დიდად არ ვაკვირდებოდი და არ ვფიქრობ, რომ ლივერპულმა ის პირველ მეკარედ შეიძინა, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან დიდი ტალანტია. ვფიქრობ, კარგია ალისონს ასეთი კონკურენტი რომ მოუყვანეს. წინ საკმაოდ დიდი სეზონი გველოდება, შეიძლება ამან ბევრი ტრავმაც გამოიწვიოს, შესაბამისად, მამარდაშვილის ტრანსფერი ყველა მხრივ სწორი ნაბიჯია."
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სეზონის ბოლოს დატოვებს. ქართველი მეკარე ლივერპულს ზაფხულში შეუერთდება.









