გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლევანტეს ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.
25 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე €4 მილიონი გახდა. განახლებული სატრანსფერო მონაცემით, ქოჩორაშვილი გუნდში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა!
ლევანტემ ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო — "გრანოტასი" 9 ტურის შემდეგ, 15 ქულით, მე-4 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში ორი გატანილი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
La Liga 2
გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე გაიზარდა









