დღეს, თბილისი არენაზე სტარტი აიღო 2026 წლის ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა — 22 წლის ქართველი ძიუდოისტი ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.
ხვალ, მედლები ვაჟთა 73, ხოლო ქალთა 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას კი ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე და ნინო წიკლაური დაიცავენ. წინასწარი ორთაბრძოლები 10:30-ზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 16 საათზე აიღებს.









