60 კგ. წონით კატეგორიაში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრინჯაოს ფინალში გავიდა და კარიერაში პირველი ოლიმპიური მედლის მოგებას შეეცდება.
რეპეშაჟში 21 წლის ქართველი ძიუდოისტი კორეელ კიმს შეხვდა და იპონით დაამარცხა — გიორგი სარდალაშვილმა მეტოქე ჯერ ვაზარიზე დააგდო, შემდეგ იქვე შებოჭა და ბრინჯაოს ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფოტო: IJF









