მატჩის შემდეგ, LaGazzetta.ge-სთან გიორგი შერმადინმა ისაუბრა:
“დაძაბული თამაში იყო. ვულოცავ ყველას. მეექვსე ევრობასკეტია და პატივი მაქვს მეექვსედ ვითამაშო. სავარაუდოდ, ჩემი სანაკრებო კარიერა ევრობასკეტის შემდგე დასრულდება. და შემდგე ვნახოთ, თუმცა საკლუბო კარიერას გავაგრძელებ. ნაკრებს კი ვფიქრობ დავემშვიდობები. 20 წელია ნაკრების ღირსებას ვიცავ და ვფიქრობ, რაც შემეძლო საქართველოს ნაკრებისთვის, ყველაფერი გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მეექვსედ ვითამაშებ ევრობასკეტზე. სჯობს ევრობასკეტის შემდგე ნაკრებს დავემშვიდობო. საკლუბო კარიერას ალბათ 3 სეზონი გავაგრძელებ ესპანეთში.
ზალიან დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ამ ატმოსფეროსთვის, მხარდაჭერისტის, ევრობასკეტზე ტამაში ზალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კალათბურთის განვითარებისთვის.“
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია









