
დომინიკ სობოსლაი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, სადაც არდა გიულერის გაჩუმების ჟესტი ჩანს და კომენტარებში - "1088" დაწერა, რითაც თურქი ფეხბურთელის სათამაშო დროზე ყურადღება გაამახვილა.

უნგრელი ფეხბურთელის კომენტარი უპასუხოდ არც არდა გიულერმა დატოვა: "ეს ბიჭი სასაცილოა. ნუთუ 6 გოლი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოკეტო?" - დაწერა თურქმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე. თურქეთმა ზუსტად 6 გოლი გაუტანა უნგრეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში, რითაც A დივიზიონში დაწინაურდა.









