2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, გივი მაჭარაშვილმა მესამე ორთაბრძოლა მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობის 97 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, 27 წლის ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 5-0 დაამარცხა და ოქროსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ოლიმპიადის ფინალში გივი მაჭარაშვილის მეტოქე ამერიკელ კაილი სნაიდერსა და ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს შორის გამარჯვებული იქნება.
გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა










