გუშინ ღამით NBA-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც ადგილობრივმა ბრუკლინ ნეთსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა. Barclays-ს ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა დაძაბული დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 92:100. ჯამალ მოსლის გუნდი საოცარ ფორმაშია, მეჯიქმა ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 13 შეხვედრაში კი გუნდს მხოლოდ 1 წაგება აქვს.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 31:48 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა: 12 ქულა, 13 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება.
პარკეტზე საუკეთესო ბრუკლინ ნეთსის მოთამაშე ქემერონ ჯონსონი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდება. მატჩი 4 დეკემბერს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა
გოგა ბითაძეს ვერავინ აჩერებს! ორლანდო მეჯიქის მორიგი გამარჯვება









