მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 30:04 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა საკმაოდ კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა.
პარკეტზე საუკეთესო ორლანდოს ლეგიონერი ტრისტან და სილვა იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 2 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში იუტა ჯაზსს დაუპირისპირდება. მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









