გოგლიჩიძის მიმართ ასეთი ინტერესი ლოგიკურია, რადგან ემპოლიში მან წარმატებული მატჩები ჩაატარა და ყველას ყურადღება მიიქცია.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძის შეძენით იუვენტუსი უკვე ერთ წელიწადზე მეტია ინტერესდება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ტორპედოს ფეხბურთელი იყო.
საბოლოოდ, მეტი სათამაშო დროის გამო, გოგლიჩიძემ ემპოლიში გადასვლა არჩია, თუმცა იუვენტუსი არ ნებდება და ქართველს კვლავ აკვირდება.
ჩვენივე ცნობით, იუვენტუსის მხრიდან ინტერესი რეალურია, თუმცა ჯერჯერობით, კლუბს ამ ტრანსფერზე კონკრეტული თანხა არ გამოუყვია და ოფიციალური წინადადებით ემპოლისთვის არ მიუმართავს.
იუვენტუსმა გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაზარდა, რაც ცენტრალურ მცველ ბრემერის შემდეგ, ამ პოზიციის კიდევ ერთი ფეხბურთელი - ხუან კაბალი დაშავდა.










