მასპინძლებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს და თამაშიც მიჰყავდათ, თუმცა 76-ე წუთზე გაუშვეს და ქულას დასჯერდნენ.
ძირითად შემადგენლობაში იყო ემპოლის ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. გოგლიჩიძემ 3 ორთაბრძოლა მოიგო, 5 გასუფთავება გააკეთა და ერთი ვარდნა, რის შედეგადაც 6.6 შეფასება მიიღო.
13 ტურის შემდეგ, ემპოლის 16 ქულა აქვს და მე-10 პოზიციას იკავებს.









