"გოგლიჩიძე 2004 წელს დაბადებული ცენტრალური მცველია. თავდაპირველად, ემპოლიში ის განიხილებოდა მეოთხე მცველად, თუმცა დღეს, მას სასტარტოში ვხედავთ. საბა კალჩოს ახალი აღმოჩენაა და განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს მისი მატჩი იუვესთან, რომელშიც მან ილდიზი გაანეიტრალა. საინტერესოა, რომ ქართველმა უკანახაზელმა იტალიურად ჯერ ერთი სიტყვაც არ იცის", - აცხადებს La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი.
"აძურის" ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში უკვე სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მას ასევე, დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებშიც, ჩეხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოსკანელებს მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვთ.











