ნიკოლა სკირას ცნობით, შეხვედრას დაესწრო ბოლონიას ტექნიკური დირექტორი, ჯოვანი სარტორი, რომელიც ქართველ ცენტრალურ მცველს აკვირდებოდა. ტიაგო მოტას წასვლის, ჯოშუა ზირკზესა და რიკი კალაფიორის გაყიდვის შემდეგ, "ფელსინეის" მდგომარეობა მიმდინარე სეზონში დამძიმდა: 13-ე პოზიცია და 9 ქულა სერია ა-ში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ.
"ლურჯ-წითლები" გაძლიერებაზე ფიქრობენ და ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ ტოსკანელების ცენტრალური მცველია. შეგახსენებთ, რომ მისი დებიუტი სერია ა-ში მიმდინარე სეზონის დასაწყისში შედგა, რის შემდეგაც "აძურის" მე-2 ნომრის სატრანსფერი ღირებულება 5 მილიონამდე გაიზარდა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











