დასრულდა სერია ა-ს 2024/2025 წლების სეზონი, რომელშიც ჩემპიონი ნაპოლი გახდა. სკუდეტოს მფლობელი გუნდის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ ინტერი, ატალანტა და იუვენტუსი. რომა მოხვდა ევროპა ლიგაზე, ისევე როგორც იტალიის თასის მფლობელი ბოლონია. ფიორენტინა კი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
რაც შეეხებათ გუნდებს, რომლებმაც დატოვეს სერია ა - ემპოლი, ვენეცია და მონცა. საბა გოგლიჩიძის გუნდს ბოლო მატჩში სჭირდებოდა ვერონასთან მოგება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თავად ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 82 წუთი გაატარა.
ვენეცია 2:3 იუვენტუსი
ტორინო 0:2 რომა
ატალანტა 2:3 პარმა
ლაციო 0:1 ლეჩე
ემპოლი 1:2 ვერონა









