იტალიის სერია ბ-ს გასულ ტურში ფროსინონე საკუთარ მოედანზე რეჯიანას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ გაიტანა.
ბოლო პერიოდში, კვერნაძის პროგრესი აშკარაა და ეს ყველაფერი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან იწყება.
იმ ტურნირზე კვერნაძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, პრესინგზე დაუღალავად იბრძოდა და ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, რაც უკვე ამ სეზონზეც აისახა.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ფროსინონე კი ახლოსაა სერია ა-ში გადასვლასთან.
21 ტურის შემდეგ ფროსინონეს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია, რაშიც დიდი წვლილი 22 წლის ქართველს მიუძღვის.









