საქართველოსთან წაგებული (ანგარიში 2:0) მატჩის შემდეგ, კომენტარი ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა გააკეთა.
"განსაკუთრებული ქომაგობა გაქვთ. პირველ ტაიმში იგრძნობოდა, რომ მაყურებლის ფაქტორი მოთამაშეებს წნეხის ქვეშ აქცევდა.
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშა და ამის ხარჯზე მოიგო. ვერ ვხვდები, რატომ მიიღო მსაჯმა ეს გადაწყვეტილება, რადგან მიქაუტაძე აშკარად არღვევდა წესებს. ეს მომენტი გარდამტეხი გამოდგა.
გოლი რომ ჩათვლილიყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა. სამწუხაროა, რომ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი ფეხბურთელი წითელ ბარათსაც არ იმსახურებდა.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი გვქონდა, თუმცა არაუშავს, იმედია კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა და გამოვიყენებთ", - განაცხადა ლუქსემბურგის მწვრთნელმა.










