მატჩის ერთადერთი გოლი ენტონი ელანგამ გაიტანა, რომელმაც თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყოფილ გუნდს შედევრალური გოლი შეუგდო. რუბენ ამორიმის გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა შეძლო, თუმცა მაც სელსმა კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა.
ფორესტმა ამ გამარჯვების შემდეგ 57 ქულა მოაგროვა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა. რაც შეეხება ამორიმის გუნდს, "წითელი ეშმაკები" 37 ქულით, მე-13 პოზიციაზე დარჩნენ.
ნოტინგემ ფორესტი 1-0 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლი: 1-0 ენტონი ელანგა 5'.










