გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი ჰაიდენჰაიმსა და სტ.პაულს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელი გუნდის ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც თავისი გუნდი დააწინაურა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ბოლო პერიოდში, ზივზივაძე ბრწყინვალე ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ მან გოლი ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.
31 ტურის შემდეგ, ჰაიდენჰაიმს მხოლოდ 22 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.









