"ჩაკვეტაძე აუცილებლად მოხვდება ჩემპიონშიპის სიმბოლურ თერთმეტეულში და ის პრემიერ ლიგაშიც აღმოჩნდება. მას სჭირდება მხოლოდ სტატისტიკას გაუმჯობესება, რადგან 38 მატჩში გატანილი 2 ბურთი, გიორგის ნიჭის მქონე მოთამაშისთვის საკმარისი არ არის. მისგან გაცილებით მეტს ველოდები.
კლევერლიმ ქართველი გამთამაშებელი შეადარა გრილიშს, თუმცა ჩემი აზრით, ბურთის წაღების მხრივ, ახალგაზრდა ნახევარმცველი უკეთესიც არის. პირადად მე, უოტფორდის ლიდერს სავინიოს შევადარებდი. საინტერესოა, იქნებოდა თუ არა მისი სტატისტიკა უკეთესი, უფრო ძლიერ კლუბში რომ ეთამაშა", - წერს ინგლისელი ჟურნალისტი.











