ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო ბათუმი დაუპირისპირდნენ.
პირველი უგოლო ფრის შემდეგ, მეორე ნახევარი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, სადაც გუნდებმა პენალტები გაცვალეს.
ბათუმელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ბლესამ შეასრულა და ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც დინამო თბილისი გააქტიურდა.
ამ აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ამჯერად, თერთმეტმეტრიანი მათ სასარგებლოდ დაინიშნა. თორნიკე მორჩილაძემ ის ზუსტად შეასრულა და მატჩი 1:1 დასრუ.და









