ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურის მატჩი დეპორტივოსა და კადისს შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა.
სათადარიგოთა სკამზე იყო კადისის ქართველი შემტევი იური ტაბატაძე, რომელიც თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
88-ე წუთზე ტაბატაძემ ლამაზი გოლი გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და გუნდი მარცხისგან კიდევ ერთხელ იხსნა.
20 ტურის შემდეგ, კადისს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. ამ სეზონში ტაბატაძის ანგარიშზე 5 გოლია.









