7-9 მარტს, ავსტრიის ქალაქი ლინცი ჯუდოს გრან პრის უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს.
ოლიმპიადაზე მიღებული 6 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ტატამის უბრუნდება გურამ თუშიშვილი, რომელიც ტრადიციულად მძიმე წონაში იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიის გრან პრიზე 81 კგ წონითი კატეგორიის ნაცვლად 90 კგ-ში იჭიდავებს სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი. ტურნირზე კი სულ 10 ქართველი ჯუდოკა დარეგისტრირდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტრიის გრან პრიზე
-60 კგ: ნიკა ხუზაურაშვილი
-66 კგ: თენგო ზირაქაშვილი
-73 კგ: გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე
-81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე
-90 კგ: ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი
-100 კგ: იმედა გოგოლაძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე
გურამ თუშიშვილი ბრუნდება — ქართველი მძიმეწონოსანი ავსტრიაში იასპარეზებს










