2025 წლის ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, მე-7 საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
მძიმე წონაში გურამ თუშიშვილმა 4 ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ინალ ტასოევს დაუპირისპირდება.
30 წლის ქართველმა სლოვაკი ფიზელი, გერმანელი კონე, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კოკაური და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი კიმი იპონებით დაამარცხა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20 საათზე აიღებს სტარტს.









