ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური 51 წამში იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს საბა ინანეიშვილი დაეუფლა.












