"დე ბრუინი საუდის არაბეთში? - არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ გუნდში დარჩეს. არ ვიცი რას ფიქრობს მომავალზე და აქვს თუ არა შემოთავაზებები საუდის არაბეთიდან" - განაცხადა გვარდიოლამ.
გავრცელებული ინფორმაციით, კევინ დე ბრუინის ტრანსფერით საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებულები და ზაფხულში მის დამატებას შეეცდებიან. მანჩესტერ სიტი კი 32 წლის ბელგიელ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.











