მიუნხენის ბაიერნი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და მთავარ კანდიდატად ბარნლის თავკაცს, ვინსენ კომპანის განიხილავს. 38 წლის ბელგიელ სპეციალისტზე კომენტარი პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
"არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ ბარნლი პრემიერ ლიგიდან გავარდა - ვინსენტ კომპანი მაღალი დონის სპეციალისტია და ძალიან მომწონს მისი სათამაშო სტილი. გამიხარდება თუ ბაიერნში გააგრძელებს კარიერას."
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში კომპანიმ ბარნლისთან ერთად 24 ქულა მოაგროვა, მე-19 ადგილზე გავიდა და ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა.











