ინფორმაციას საკმაოდ გავლენიანი და სანდო წყარო, ჯეკ გაანი ადასტურებს. როგორც ჩანს გვარდიოლას მანჩესტერული ისტორია დასასრულს უახლოვდება.
ესპანელი სპეციალისტი სიტიში 2016 წელს მივიდა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პრემიერ ლიგა თავიდან ბოლომდე შეცვალა. პეპის ხელში სიტი უბრალოდ შეუჩერებელი გახდა, რასაც მოპოვებული ტიტულები ადასტურებს:
6-ჯერ მოგებული პრემიერ ლიგა;
2-ჯერ მოგებული ინგლისის ასოციაციის თასი;
4-ჯერ მოგებული ინგლისის ლიგის თასი;
2-ჯერ მოგებული ინგლისის სუპერ თასი;
ამ ყველაფერს ემატება ჩემპიონთა ლიგის მოგებაც! თუმცა ყველაფერს აქვს დასარული და როგორც ჩანს, ფინიშის ხაზთან ახლოს ვართ. იმის მიუხედავად, რომ მანჩესტერული გუნდის უფროსობა პეპს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე გაგრძელებასთან.









