"გულშემატკივრის იმედი მაქვს. მჯერა, რომ მათი დახმარებით რეალს დამატებით პრობლემას შევუქმნით. გადატვირთული კალენდარი? - ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან, ამ ეტაპზე, თამაში სჯობს აქ არ ყოფნას.
მეშინია თუ არა რეალ მადრიდის? - არა, მათი არ მეშინია. მათ ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ და ამ გუნდს მხოლოდ და მხოლოდ პატივს ვცემ. თუ ვიტყოდი, რომ მათი მეშინია, დიდი ტყუილი იქნებოდა... ჩემი სიტყვები როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ პატივისცემის გარდა რეალზე სხვა ფიქრები არ მაქვს.
წინ გველოდება იმაზე რთული მატჩი, ვიდრე ეს ბერნაბეუზე იყო, თუმცა ჩვენ მზად ვართ და იმედი მაქვს გამარჯვებასაც მოვიპოვებთ."










