მიუხედავად მარცხისა, "რეკორდმაისტერის" მთავარმა ფორვარდმა და ლიდერმა ჰარი კეინმა თავისი გოლი მაინც გაიტანა და ისტორიული რეკორდი დაამყარა.
ბუნდესლიგის 22 მატჩში კეინს უკვე 25 გოლი აქვს გატანილი. ისტორიაში ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბაიერნის მაისურით სადებიუტო სეზონზე ამ რაოდენობის გოლები გაიტანა. კეინმა ლუკა ტონის რეკორდი მოხსნა (24).
აღსანიშნავია, რომ ინგლისელ ფორვარდს უფრო დიდ მაშტაბებზე გასვლა და ამ კომპონენტში ბუნდესლიგის საერთო რეკორდის დამყარება შეუძლია. ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონზე გატანილი გოლების რეკორდი ამჟამად ზელეტს ეკუთვნის (30).









