მერსედესის პილოტმა, ლუის ჰემილტონმა ფერარისთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე და გაფორმებულ კონტრაქტზე ისაუბრა.
"ფერარისთან მოლაპარაკებების შესახებ ჩემმა ოჯახმაც კი არაფერი იცოდა - მინდოდა, რომ კარგად დავფიქრებულიყავი და საუკეთესო გადაწყვეტილება მიმეღო.
ყველაფერი კი ძალიან სწრაფად მოხდა - ახალი სეზონისთვის ვემზადებოდი და ძალიან მოტივირებული ვიყავი, როდესაც ფერარის ვარიანტი გამოჩნდა. ბევრი დრო არ მქონდა და გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევა მიმეღო და შემოთავაზებას დავთანხმდი" - განაცხადა შვიდგზის ბრიტანელმა ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, რომ ლუის ჰემილტონის კარიერა მერსედესში 2024 წლის ბოლოს დასრულდება და 2025 წლიდან, ის ფერარის ბოლიდით იასპარეზებს.
ჰემილტონი: "ფერარისთან მოლაპარაკებების შესახებ ჩემმა ოჯახმაც კი არაფერი იცოდა"












