უკანასკნელი, მეექვსე გოლი მატეო კოვაჩიჩმა გაიტანა, ჯონ სტოუნსის გადაცემის შემდეგ. ერთი სიტყვით, "ქალაქელებმა" თავის გულშემატკივრებს მორიგი დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. პრემიერ ლიგის ფარგლებში შემდეგი მეტოქე მეზობელი, მანჩესტერ იუნაიტედი იქნება. მატჩი გაიმართება 3 მარტს, ჩვენი დროით 19:30 საათზე.
ჰოლანდის 5 გოლი და დე ბრუინის 4 ასისტი - მან სიტის შოუ ლუთონ თაუნთან

ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის ფარგლებში, მანჩესტერ სიტი ესტუმრა ლუთონ თაუნს, რომელიც ანგარიშით 6:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრების მხრიდან 5 ბურთი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, აქედან 4 გოლი კევინ დე ბრუინის ასისტებით გავიდა, ხოლო ერთი საგოლე გადაცემა ფორვარდმა ბერნარდო სილვასგან მიიღო.










