შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე, მე-10 წუთზე გაიხსნა — თავი ჰოლანდმა გამოიჩინა. 9 წუთში, დიაშმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 30-ე წუთზე ნორვეგიელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა და სტუმრება პირველი ნახევარი მოიგეს.
მეორე ტაიმში ანგარიში მხოლოდ ერთხელ შეიცვალა — მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე, ჰოლანდმა მესამე გოლი გაიტანა და წერტილი დასვა. აღსანიშნავია, რომ მან ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მანჩესტერ სიტი სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს და შემდეგ ტურში ბრენტფორდს უმასპინძლებს. ვესტ ჰემი კი 3 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო მატჩში ფულჰემს ესტუმრება.









