შეხვედრის ანგარიში მოულოდნელად სტუმრებმა გახსნეს — 1-ელ წუთზე თავი ვისამ გამოიჩინა. მე-19 და 32-ე წუთებზე ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა და სიტიმ მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ოთხი მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტი სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს, ხოლო ბრენტფორდი 6 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში გვარდიოლას გუნდი არსენალს მიიღებს.









