კამპ ნოუზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სანახაობრივი მატჩი იხილა. ანგარიში იამალმა მე-14 წუთზე გახსნა, თუმცა ტაიმის ბოლოს, სტუმრებმა გაათანაბრეს.
მე-60 წუთზე გრანადა საერთოდ წინ გავიდა, ლევანდოვსკიმ ანგარიში გოლის გაშვებიდან 3 წუთში გაათანაბრა. 66-ე წუთზე გრანადა კვლავ წინ გავიდა, მაგრამ იამალის დუბლმა ბარსელონა მარცხს გადაარჩინა.
24 ტურის შემდეგ, ბარსელონას 51 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს, გრანადა კი 13 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზეა.









