კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი იბერიასა და ლევადიას შორის საკმაოდ დრამატული გამოდგა.
პირველ შეხვედრაში 1:0 წაგების შემდეგ, იბერია საკუთარ მოედანზე მდევრის როლში გამოდის. პირველ ტაიმში გუნდს ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა ტაიმის ბოლო მაინც გაიტანა. ანარიში გოშთელიანმა გახსნა.
ლევადიამ მეორე ნახევარში გაათანაბრა, მატჩის მიწურულს კი აგიაკვამ იბერია კვლავ დააწინაურა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
სამწუხაროდ, დამატებით დროში გოლი გავუშვით, მატჩი 2:2 დასრულდა, იბერია კონფერენს ლიგიდან გავარდა.









