ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც ერთმანეთს ტორპედო და იბერია დაუპირისპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ფაქტობრივად სავსე იყო და ქუთაისელები გამარჯვების მოლოდინში იყვნენ, თუმცა იმედები გაუცრუვდათ.
მე-19 წუთზე გიზო მამაგეიშვილის მიერ გატანილი ბურთი ერთადერთი გამოდგა ამ შეხვედრაში, რითიც იბერიამ ტორპედო მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
მეორე ნახევარში ქუთაისელებს რეალური მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ზოგი ვერ გამოიყენეს, ზოგი კი თბილისელთა მეკარემ გიორგი მაკარიძემ მოიგერია.
მოქმედი ჩემპიონის საოცარი სვლა გრძელდება. 11 ტურის შემდეგ, იბერიას 8 მოგება და 3 ფრე აქვს, რითიც სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.









