იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ხვიჩამ ახალ პოზიციაზე გაამრთლა და მის 10-იანზე თამაშს სამომავლოდაც აპირებს.
"გასული სეზონის ბოლო თვეებში, კვარაცხელიას უჭირდა იმის გაკეთება, რაც სურდა და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, ამიტომ მის სათამაშო სტილში სიახლეები იყო საჭირო.
ბოლო მატჩებში, ხვიჩა ცენტრიდან თამაშობს და ვფიქრობ, მას ახალი როლი იდეალურად მოვარგე, რადგან თუნდაც გასულ ტურში, მილანთან მატჩში, საუკეთესო იყო და მოედანზე ყველაფერი გააკეთა, მხოლოდ გოლის გატანა დააკლდა.
გვაქვს 3 ტაქტიკური მოდული, რომელსაც უშუალოდ კონკრეტული მატჩის მიმდინარეობას ვარგებთ, ბიჭებმა ეს კარგად იციან. მილანთან დავალება იდეალურად შევასრულეთ და წაგებას არ ვიმსახურებდით", - განაცხადა მაძარიმ.









