81 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე ტატო გრიგალაშვილი იმყოფება, რომელიც 2024 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
90 კგ წონაში კი რეიტინგის სათავეში ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურია — 24 წლის ქართველმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო და ჯუდოში პირველი ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
მამაკაცთა რეიტინგის ტოპ 10:
1) ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, -73კგ)
2) ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი, -100კგ)
3) ტედი რინერი (საფრანგეთი, +100კგ)
4) ტატო გრიგალაშვილი (საქართველო, -81კგ)
5) ლუკა მხეიძე (საფრანგეთი, -60კგ)
6) ლაშა ბექაური (საქართველო, -90კგ)
7) ვილიამ ლიმა (ბრაზილია, -66კგ)
8) მინჯონგ კიმი (სამხრეთ კორეა, +100კგ)
9) მატიას კასე (ბელგია, -81კგ)
10) სანშირო მურაო (იაპონია, -90კგ)
ფოტო: IJF










