ოქროს მედლის მოგების შემდეგ, გიორგი სარდალაშვილი 60 კგ წონი კატეგორიაში 6 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად, მე-2 ადგილს იკავებს - 20 წლის ქართველ ძიუდოისტს მხოლოდ ტაიპეის წარმომადგენელი იან ვეი უსწრებს. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ სწორედ ვეი დაამარცხა ფინალში.

-66 კგ წონით კატეგორიაში 5 პოზიცია მოიგო ვაჟა მარგველაშვილმა და მე-3 ადგილზე გადავიდა. 30 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო კარიერაში მეორედ მოიგო და ოლიმპიადას წონის რეიტინგის ლიდერებში ხვდება.
ყველაზე დიდი, 12 ადგილიანი წინსვლა აქვს დიმიტრი გოჩილაიძეს, რომელიც განახლებულ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს. სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე გოჩილაიძემ კარგად იასპარეზა და ფინალამდე ძალიან ცოტა დააკლდა. საბოლოოდ, ქართველი ძიუდოისტი მე-5 ადგილს დასჯერდა.
81 კგ-ში ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და რეიტინგში მე-2 პოზიცია გაიმყარა. წონის ლიდერი კი კვლავ ბელგიელი მატიას კასეა, რომელიც ქართველ ძიუდოისტს 92 ქულით უსწრებს.

მძიმე წონაში ვერცხლის მედალი აიღო გურამ თუშიშვილმა და მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების კომპლექტი შეკრა. მეორე ადგილით ქართველი ფალავანი რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა და მე-4 ადგილს იკავებს - წონის ლიდერი კი უზბეკი რახიმოვია.











