რამდენიმე წუთში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ მოიპოვა.
-100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში სულამანიძემ იაპონელი დოტა არაი იპონით დაამარცხა.
ფინალამდე ილიამ 3 მოწინააღმდეგეს სძლია, საიდანაც ორ რუსი იყო. ქართველმა ხოლო პირველ დაპირისპირებაში სამხრეთკორეელი ჰანი დაამარცხა, მეოთხედფინალში რუს ნიაზ ბილალოვს მოუგო, ნახევარფინალში კი მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ილია სულამანიძე გახდა მეოთხე ქართველი, ვინც ტოკიოს პრესტიჟული შეჯიბრება მოიგო. აქამდე იაპონიაში გამარჯვება დავით ბოდაველმა (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (2015) და ბექა ღვინიაშვილმა (2019) შეძლეს.
შეგახსენებთ, დღეს ტოკიოს გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ფოტო: ijf









