ნაპოლის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს და ჩემპიონთა ლიგაზე მას გულშემატკივრობს.
შეგახსენებთ, რომ დი ლორენცო და კვარა ერთად 2.5 სეზონი თამაშობდნენ და ნაპოლის მაისურით სერია ა-ს ტიტულიც მოიგეს.
"გასულ ღამეს, კვარაცხელიას თამაშს ვუყურე და ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. კვარას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. კარგი ადამიანია და იმედია, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"
კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული, სადაც პირველ შეხვედრაში არსენალი სტუმრად 1:0 დაამარცხა.









