ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ატლეტიკოსთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა.
"დიმარკოს გოლის შემდეგ, ინიციატივა ჩვენს ხელში უნდა გადმოსულიყო, მაგრამ მეტოქემ მალევე გაათანაბრა და ფანებისგან დიდი მუხტი მიიღო. ყურადღება არ უნდა მოგვედუნებინა და ანგარიში შეგვენარჩუნებინა. მარცხს არ ვართ მიჩვეული და დღესაც ორი მატჩის ჯამში 2-0 ვიგებდით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მცირე დეტალიც კი გადამწყვეტია" - სიმონე ინძაგი.











