თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ის კლუბში, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული ბრწყინვალე მატჩების შემდეგ, მისი შეძენით რამდენიმე გუნდი ინტერესდება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ქოჩორაშვილის შეძენა სელტასა და ესპანიოლს სურს, ჩვენი ინფორმაციით, მათ სიაში ლა ლიგის წარმომადგენელი ვილიარეალიცაა.
ქოჩორაშვილის მომავალთან დაკავშირებით ლევანტეს მთავარ მწვრთნელსაც ჰკითხეს.
"ძალიან გვინდოდა, რომ ქოჩორაშვილს ევროპის ჩემპიონატზე კარგად ეთამაშა, რადგან ეს კარგი იქნებოდა როგორც გუნდისთვის, ისე ფეხბურთელისთვის. ფინანსური საკითხები მე არ მეხება, თუმცა ბედნიერი ვიქნები, თუ ქოჩორაშვილი ლევანტეში დარჩება. ის ისეთი ფეხბურთელია, რომელთან ერთად მუშაობას ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა.
უნდა შევეგუოთ იმას, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაგვტოვებს. ეს ყოველ ზაფხულს გარდაუვალია და ჩვენი მიზანია, დანაკლისები სათანადოდ ავინაზღაუროთ", - განაცხადა ხულიან კალერომ.
ფაქტია, ქოჩორაშვილის ტრანსფერზე აქტიური მოლაპარაებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და მისი მომავალი ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.









