"როსობლუს" დამარცხების შემდეგ, "ნერაძური" აგროვებს 40 ქულას და ლიდერ ბერგამოს ატალანტას უთანაბრდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთი შეხვედრა "გველებს" აქვთ თადარიგში, ფლორენციის ფიორენტინას წინააღმდეგ.
Serie A
ინტერი ანადგურებს კალიარის და ლიდერ ატალანტას უთანაბრდება

სერია ა-ს მე-18 ტურში მილანის ინტერი ესტუმრა კალიარის, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მოქმედი ჩემპიონების მხრიდან გოლები გაიტანეს ალესანდრო ბასტონიმ, ლაუტარო მარტინესმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ. აღსანიშნავია ისიც, რომ 53-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო.










